Header
მთავარი ჩვენს შესახებ ახალი ამბები ფორუმი გალერეა სია კონტაქტი
03:08 PM - 28 August 2010

                                      

ქაქუცა  ჩოლოყაშვილის  სახელობის  სრულიად  საქართველოს  ჩოხოსან  რაინდთა  დასი  ულოცავს  საიტის მომხმარებლებს   და  მათი  სახით  მთელ  ქრისტიანულ  სამყაროს,   მარიამობის  ბრწყინვალე  დღესასწაულს. უსურვებს  ყოველგვარ  სიკეთეს  და  ბედნიერებას. 

ღმერთი  იყოს  თქვენი  და  ჩვენი  სამშობლოს  მფარველი.



03:45 PM - 30 July 2010

ვაშაააააა!    შვებულებაში  ვარ.



09:22 AM - 27 July 2010

სამწუხაროდ  საიტი  იყო  გატეხილი.  ჩოხოსანთა   ბოლოდროინდელი  ღონისძიებების  შესახებ  ინფორმაციას  თქვენ  შეგიძლიათ  გაეცნოთ  ფორუმზე,  განყოფილებაში  ”ჩოხოსანთა  ღონისძიებები”.



06:23 PM - 29 June 2010
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი გეპატიჟებათ:

ხუთშაბათს, 1 ივლისს
მარაბდობის დღესასწაულზე, რომელიც გაიმართება ცნობილი ბრძოლის ველზე, სოფელ მარაბდაში.

გასვლა თბილისიდან საღამოს 19 საათზე, რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან. მსურველებს მოემსახურება ავტობუსები.


06:22 PM - 29 June 2010

                                   

როგორც ვიუწყებოდით, ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ლოცვა - კურთხევით და უშუალო მონაწილეობით 24 ივნისს ბოლნისში დაფუძნდა ჩვენი დასის რაიონული სადროშო.
ამ ღონისძიების ამსახველი სურათები იხილეთ  ჩვენს  ფორუმზე.



03:52 PM - 23 June 2010

Coxosan raindTa dasi bolnisSi

 

bolneli episkoposis efremis locva-kurTxeviTa da uSualo monawileobiT 24 ivniss bolnisSi fuZndeba qaquca ColoyaSvilis saxelobis sruliad saqarTvelos Coxosan raindTa dasis (Tavmjdomare _ prof. gogi doliZe) raionuli sadroSo. am sazeimo ceremonialSi monawileobas miiReben dasis gamgeobis xelmZRvaneloba da mezobeli raionebis warmomadgenlebi. aqcia Catardeba bolnisis kulturisa da dasvenebis parkSi 13 saaTze.

 

sakontaqto telefonebi: (Tbilisi) _ 897 53 80 70

                          (bolnisi) _ 899 57 80 17



11:52 AM - 1 June 2010

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 1 ივნისს წმინდა მოციქულთა სწორი ქალწულის _ ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს.

ქაქუცა  ჩოლოყაშვილის  სახელობის  სრულიად  საქართველოს  ჩოხოსან  რაინდთა  დასი  ულოცავს  სრულიად  საქართველოს  დღევანდელ  დღეს.

ღმერთო  დაიცავი  საქართველო!

ბადრი  წიქორაძე

 



10:36 PM - 29 May 2010
დამოუკიდებლობის  დღე  ნინოწმინდაში
 
                                 
 
                                                
 
გრძელდება ჩვენი დასის ტრადიციული ურთიერთობა საქართველოს უკიდურეს სამხრეთში მდებარე ნინოწმინდის რაიონთან. ბოლო ვიზიტი იყო 9 აპრილს, როცა რაიონის ხელმძღვანელობასთან შევთანხმდით, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩამოვიდოდით და დიდი კონცერტით ავღნიშნავდით.

და აი, 26 მაისს აღმოვჩნდით 35 კაციანი დელეგაციით, რომლის ძირითადი ბირთვი იყო სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ”თელა”, ცნობილი ქართველი მოცეკვავეების ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეების ხელმძღვანელობით და ვაჟთა ფოლკლორული - ინსტრუმენტალური ანსამბლი ”ფესვები”, რომელსაც ბატონი დათო უზნაძე ხელმძღვანელობს.

კონცერტმა, რომლის წამყვანი ჩოხოსანთა დასის ხელმძღვანელი ბატონი გოგი დოლიძე გახლდათ, დიდი წარმატებით ჩაიარა.
 ამ კონცერტის ამსახველi ფოტორეპორტაჟი, რომლის ავტორია  ჟურნალისტი  ივანე  ჯაფარიძე  შეგიძლიათ  იხილოთ  ჩვენს  ფორუმზე.


08:28 AM - 18 May 2010

                                                                                   

მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში პოეტი მუხრან მაჭავარაიანი გარდაიცვალა. პოეტი რუსთაველის თეატრში ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვის გამოსვილას ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების ექიმების ჩარევა კი უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

  წყარო:  http://itv.ge/?p=66339&cpage=1#comment-72780

ქაქუცა  ჩოლოყაშვილის  სახელობის  სრულიად  საქართველოს  ჩოხოსან  რაინდთა  დასი  სამძიმარს   უცხადებს  მთლიანად  ქართველ  ერს  და  გარდაცვლილის  ოჯახს. 



01:08 PM - 14 May 2010

moswavleTa III respublikuri konferenciis monawileTa sayuradRebod

 

konferenciis monawileTa Txovnis Sesabamisad, 17 maiss siRnaRSi daniSnuli II turi, romelic gankuTvnili iyo aRmosavleT saqarTvelos moswavleTaTvis, ar Catardeba, radgan ramdenime raionma ver moaswro Temebis gamogzavna. II turi daniSnulia oqtombris pirveli dekadisaTvis. zusti TariRi seqtembris bolos gamocxaddeba Cvens veb-saitze. 17 maiss 13 saaTze ki solomon dodaSvilis mSobliuri soflis maRaros sajaro skolaSi gaimarTeba misi xsovnis saRamo.

 

მოსწავლეთა  მესამე  რესპუბლიკური  კონფერენციის  ჟიური .

 

                         tel: 897 53 80 70

                                99 04 38

                                92 31 38

 



შემდეგი გვერდი    (სულ 6 გვერდია)

Georgia, Tbilisi Created by Ge Studio All Rights Reserved