Header
მთავარი ჩვენს შესახებ ახალი ამბები ფორუმი გალერეა სია კონტაქტი

ჩვენი დასის მუშაობას წარმათავს გამგეობა, რომელიც არჩევითია და რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი გოგი დოლიძე.
გამგეობა შედგება 15 კაცისაგან, თავჯმდომარეს ყავს ორი მოადგილე მდივანი და წევრები. გამგეობის სხდომები იმართება თვეში ერთხელ ჩვეულისამებ თვის ბოლო რიცხვებში, ხოლო თუ რაიმე საგანგებო შემთხვევაა რიგ გარეშე .
დასის გამგეობის თავჯმდომარეა - პროფესორი გოგი დოლიძე. პირველი მოადგილე - ბატონი შმაგი საყვარელიძე . მოადგილე - ვიტალი სუხარულიძე, მდივანი - მურად გვენეტაძე დანარჩენები კი წევრები არიან: ჯუმბერ ლეჟავა, კოტე მიქაძე, ილო პატაშური, მურმან გელენიძე,  ბადრი  წიქორაძე და სხვები.. ჩვენი ტელეფონებია:899 53 80 70 ; 897 53 80 70; 879 19 99 97
გვაქვს ყოველკვარტალური ჟურნალი ”რაინდი”, გაზეთი ’’საქართველოს კარიბჭეს’’ და საიტი www.raindebi.ge , რომელთაც მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ჩვენს მუშაობას.

 

    დასის  წევრობა 

მსურველი ავსებს ანკეტას, რომელსაც უნდა დაერთოს ორი ფოტო სურათი, ერთი ჩვეულებრივი ეგრედ წოდებული საპასპორტო სურათი და მეორე ეროვნულ კოსტუმში. სავალდებულოა რეკომენდატორი. ამის შემდეგ საკითხი განიხილება გამგეობის სხდომაზე და გაიცემა მოწმობა ქართულ და ინგლისურ ენებზე. რაც შეეხება ახალი ჩოხოსანი რაინდების კურთხევას, იგი ხდება წელიწადში ერთხელ მთაწმინდის პანთეონში 14 ივლისს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეს მის საფლავთან. მიიღებიან როგორც კაცები ისე ქალები და ბავშვებიც ასაკის მიუხედავად.
გვაქვს გადასახადი: მოსწავლეებისათვის 20 თეთრი, სტუდენტებისა და პენსიონერებისათვის 1 ლარი, ხოლო მოსამსახურე პერსონალისათვის 5 ლარი თვეში. გვაქვს ასევე შემოწირულობის ტრადიციაც.

Georgia, Tbilisi Created by Ge Studio All Rights Reserved