Header
მთავარი ჩვენს შესახებ ახალი ამბები ფორუმი გალერეა სია კონტაქტი

 

 

ჩოხოსანთა  ფიცი        

 

 

 

 

 

- მწამს  ღმერთი  და  ვაღიარებ  ათ  მცნებას

 - ვარ  საქართველოს  შვილი;  ვიცავ  სამშობლოს  და  ვემსახურები  ღვთის  საქმეს.

-პატივს  მივაგებ  ჩვენს  დიდ  წინაპრებს  და  ვლოცულობ  მათთვის.

-ვაღიარებ,  რომ  მტკიცე  და  მრავალშვილიანი  ოჯახი  არის  ერისა  და  ქვეყნის  სიძლიერის  საფუძველი.

-აღვზრდი  ჩემს  შვილებს  სულიერი,  ეროვნული  და  ზნეობრივი  ღირებულებების  დამცველებად.

-ვიშრომებ  და  ვიღვაწებ  ერთიანი,  ძლიერი  ქართული  სახელმწიფოსათვის.

-ღვთის  მადლით,  მჯერა  ღვთისმშობლის   წილხვედრი  საქართველოს  ბედნიერი  მომავლისა.

 

სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს - პატრიარქის,  უწმიდესისა  და   უნეტარესის,   ილია  II  მიერ    საგანგებოდ  ჩოხოსნებისათვის  დაწერილი  ეს  ფიცი  პირველად  საჯაროდ  ბ-ნმა  გოგი  დოლიძემ  გააჟღერა  2005  წლის  26  მაისს,  საქართველოს  საპატრიარქოს  ეზოში  გამართულ  რიტუალზე,  რომელიც  ჩოხოსანთა  რიგებში  ახალი  წევრების  მიღებას  მიეძღვნა  და  რომელსაც,  ცხადია,  თვით  უნეტარესიც   ესწრებოდა.  ბ-ნი  გოგი  დოლიძე  მუხლობრივად  კითხულობდა  ფიცის  ტექსტს,    ახალბედა  ჩოხოსნები  კი  / ასამდე  ქალი,  მამაკაცი  და  ყმაწვილი \  გუნდურად  იმეორებდნენ.  ცერემონიალი  პატრიარქის  ლოცვა - კურთხევით  დასრულდა.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 სრულიად  საქართველოს  ჩოხოსან  რაინდთა  დასი

    ჩოხოსნური  მოძრაობა  საქართველოში  ყოველთვის  მაშინ  აზვირთდება  ხოლმეროცა  ძლიერ  უჭირს  ჩვენს  სულიერებას.   ასე  იყო  გასული  საუკუნის  20 - იანი  წლების  პირველ  ნახევარშიროცა  ბოლშევიკურმა  რუსეთმა  ერთიანად  გაასაბჭოვა  მთელი  საქართველომაგრამ  ეროვნული  ინტელიგენციის  უმრავლესობა,,  ბუნებრივია  ვერაფრით  შეეგუებოდა  ამ  ძალადობას  კონსტანტინე  გამსახურდიამვახტანგ  კოტეტიშვილმა,  პავლე  ინგოროყვამ  და  ალექსანდრე  აბაშელმა  ნიშნად  პროტესტისა  შავი  ჩოხები  ჩაიცვეს  და  ასე  შეიქმნა  პირველ  ჩოხოსანთა  ეს ლეგენდარული ჯგუფი მგლოვიარე საქართველოს სიმბოლურად გამოსახატავად.      შემდეგშიც  გამოჩნდნენ  ადამიანებირომელთაც  აიტაცეს  ამ  მოძრაობის  სათავეები,   განსაკუთრებით  ეს  ითქმის  ისეთ  შესანიშნავ  მამულიშვილზეროგორიც  შემორჩა  ჩვენს  მეხსიერებას  -ნი  ბუკა  ნაკაიძეჩოხოსანთა  საძმოს  პირველი  ინიციატორი  და  განმახორციელებელი  თბილისშიმე -20  საუკუნის   70-იან  წლებში  ჩოხოსნური  მოძრაობა  სტუდენტობასაც  მოედო  / ”ჩოხოსნები - 1973”  ბატონ  ჰენრი  კუპრაშვილის  ხელმძღვანელობით\.  საუკუნის  დასასრულს  კი  / 1999 .\  ოფიციალურად  ჩამოყალიბდა  საქართველოს  ჩოხოსანთა  საზოგადოება”,  რომელშიც  თვალსაჩინო  მეცნიერ - მუშაკები  და  ხელოვნების  ოსტატები  გაერთიანდნენ  და  აი   2005 .   შეიქმნა  სრულიად  საქართველოს  ჩოხოსან  რაინდთა  დასი”,  რომლის  ოფიციალური  პრეზენტაცია  / 23.  01.  2006 \  ნამდვილ  დღესასწაულად  იქცა  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ახალ  სააქტო  დარბაზშისრულიდ  საქართველოს  კათოლიკოს - პატრიარქისუწმიდესისა  და  უნეტარესი     ილია  მეორის     ინიციატივით  შექმნილ  ჩოხოსან  რაინდთა  დასს”  / ეს  პოეტური  სახელწოდებაც  სწორედ  უნეტარესიდან  მოდის \   მთელი  საქართველო  დარაც  მთავარიაუცხოეთში  გაბნეული  ჩვენი  თანამემამულეებიც  მიესალმნენ:   მოვიდა  გულთბილი  წერილები  მრავალი  ქვეყნიდან: რუსეთიბალტიისპირეთიგერმანიადანიათურქეთი,  ისრაელი  და სხვ. 
დასი  შეუდგა  ძალიან  საინტერესო  მამულიშვილურ  მოღვაწეობას  და,  უპირველეს  ყოვლისა,  შემოიერთა  საზოგადოების  სხვა  და  სხვა  წრის  წარმომადგენლები,  რათა  ერთიანი  ძალით  ემსახურონ  ქართული  სახელმწიფოს  მშენებლობასა  და  ქართული  სულიერების  ამაღლებას.

 

                                                                             

                                                                                        

 

 

 პროფ.  გოგი  დოლიძე 

                                                                            

ნიკო  ნიკოლაძის  პრემიის  ლაურეატი

   

 

                                               

Georgia, Tbilisi Created by Ge Studio All Rights Reserved